საწოლში და არა კორტზე

25 წლის ჩოგბურთელის თქმით ის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა

შესაძლოა ეს მატჩი მაინც შედგეს. ეს სპორტია და ისინიც პროფესიონალი ჩოგბურთელები არია. ამიტომაც, ნების მიუხედავად, მათი კორტზე დაპირისპირება გამორიცხული ნამდვილად არ არის.

 

„ეს ნამდვილად უცნაური და ჩვენთვის არასასიამოვნო განცდა იქნება. მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვართ და ამაზე ფიქრიც არ გვინდა. ეს სპორტია და გვესმის, რომ შესაძლოა ამის გაკეთება მოგვიხდეს. ხანდახან ამ თემაზე გვისაუბრია და ვთანხმდებით, რომ ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნება“ - ამბობს 25 წლის ბელგიელი ჩოგბურთელი.

 

ალისონ ვან ეიტვანკი ქალთა შორის რეიტინგის 50-ე ნომერია, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი ოცდამეჩვიდმეტეობა იყო. ბელგიელს WTA-ს 3 ტურნირი აქვს მოგებული და ალაგ-ალაგ სენსაციებიც შემოუთავაზებია.

 

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ვან ეიტვანკი ლესბოსელია და მისი პარტნიორი ასევე ჩოგბურთელი გრეტ მინენია. მათი სურვილია, დიდი სლემის ტურნირებზე წყვილთა თანრიგში ერთად ითამაშონ, თუმცა ერთეულებში კორტზე პირისპირ დგომის პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ.

 

ალისონ ვან ეიტვანკს, ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო სხვა ჩოგბურთელებისგან ხშირად კრიტიკის ობიექტი გამხდარა, გაუკიცხავთ და მასთან ურთიერთობას ერიდებიან.