ლუკაკუსთვის სეზონი დასრულებულია

ბელგიელს იძულებითი უქმობა მოუწევს

რომელუ ლუკაკუ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ბელგიელმა ჩელსისთან მატჩში ტრავმა მიიღო და როგორც The Times-დან შევიტყვეთ, ზაფხულამდე სრულად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

 

აქვე გეტყვით, რომ ბელგიელი მანჩესტერელთაგან ერთადერთი არაა, რომელიც დაშავებულია. მის გარდა ტრავმები რაშფორდს, ჯონსს და ვალენსიასაც აწუხებთ.

 

რაც შეეხება ლუკაკუს, დიდი ალბათობით იგი მანჩესტერს ამ ზაფხულსვე დატოვებს. უკვე კარგა ხანია, რაც მეცხრე ნომრის გადაბირება მილანის ინტერს სურს და გუნდიდან წასვლას თავად ფეხბურთელიც არ გამორიცხავს. ამ სეზონში ლუკაკუმ 45 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

 

მანჩესტერს 65 ქულა აქვს და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. მეოთხე ადგილოსან ჩელსის წითელი ეშმაკები 3 ქულით ჩამორჩებიან.