ბარსელონა მეთოფეს ეპატიჟება

ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე არსენალის ფეხბურთელი იქნება 

არაერთხელ ითქვა, რომ ბარსელონა ზაფხულში თავდამსხმელის ყიდვას აპირებს. ბლაუგრანამ რამდენიმე კანდიდატი მოინიშნა და სავარაუდოდ რომელიმე მათგანს გაიფორმებს.

 

ბოლო ინფორმაციით, ესპანელებს ალექსანდრ ლაკაზეტეს შეძენა სურთ. ვალვერდეს გუნდი მზადაა ფრანგში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ამის შესახებ BBC-დან შევიტყვეთ. აღნიშნულ საკითხზე არსენალის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ლაკაზეტე არსენალში 2017 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა და პრემიერლიგას მალევე აუღო ალღო. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 46 მატჩი 18 გოლია.