ფიფამ ჩელსის უარი უთხრა

ლონდონელთა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა

მოგეხსენებათ ფიფამ ჩელსის სატრანსფერო დარღვევებთან დაკავშირებით ბანი დაადო და ლონდონელებს ფეხბურთელების დამატება აუკრძალა. ამასთან დაკავშირებით არისტოკრატებმა ფეხბურთის მმართველ ორგანოში აპელაცია შეიტანეს.

 

ბრიტანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფიფამ ჩელსის აპელაცია არ დააკმაყოფილა. ასე რომ ლონდონელები 2020 წლის ზაფხულამდე ფეხბურთელს ვერ დაიმატებენ. მათ ტრანსფერი მხოლოდ 16 წლამდე ფეხბურთელებზე შეეძლებათ.

 

რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, სარის შეგირდები 71 ქულით მესამე ადგილზე არიან, ევროპის ლიგის 1/2 ფინალში კი აინტრახტთან 1:1 ითამაშეს. ჩელსისა და აინტრახტს შორის განმეორებითი შეხვედრა 9 მაისს ლონდონში გიამართება.