ბარსელონაში დიდი წმენდა იგეგმება

ფეხბურთელები, რომლებმაც ზაფხულში შესაძლოა ბლაუგრანა დატოვონ

როგორც ჩანს ლივერპულთან 0:4 წაგებამ ბარსელონას მესვეურები სერიოზულ საგონებელში ჩააგდო. AS-ის ცნობით, ბლაუგრანას უფროსებს ფეხბურთელების არამარტო დამატება, არამედ გაშვებაც სურთ.

 

მალკომი, კევინ პრინც ბოატენგი, რაფინია ალკანტარა, ივან რაკიტიჩი, ფელიპე კოუტინიო, ტომას ვერმაელენი და იასპერ სილესენი ის მოთამაშეეები არიან, რომლებმაც შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვონ.

 

მართალია, ბლაუგრანა თითქმის ყოველ წელს იგებს ლა ლიგას, აგერ უკვე მეოთხე სეზონია ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვერ აღწევს. ამ ყველაფერმა გუნდის უფროსობის გულისწყორმა გამოიწვია, რის გამოც ესპანურ გრანდში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიგეგმა.