ორიჯი სათამაშო არ არის...

ბელგიელმა მესვეურები დააფიქრა

 

იყო დრო, ლივერპულმა აღარ იცოდა დივოკ ორიჯი რომელი გუნდისთვის მიესაღებინა და სად გაენათხოვრებინა. ბელგიელი მერსისაიდული კლუბის ერთგვარი სათამაშო იყო, რომელსაც ხან იჯარით გაუშვებდა, ხანაც დაიბრუნებდა და საჭირო დროს თითო-ოროლა მატჩში გამოიყენებდა ხოლმე.

 

ახლა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ორიჯიმ ბევრ სათამაშო ასპექტში აშკარად მოუმატა. მან ლივერპულს ჯერ პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩი მოაგებინა და მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა, მერე კი ტრავმიანობის ჟამს მთავარ ფორვარდადაც გადაიქცა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

 

ბარსელონასთან, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში შესრულებული დუბლის მერე, წითლების ხელმძღვანელობამ 24 წლის თავდამსხმელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

 

ფეხბურთელს, რომელიც სეზონში 7 გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოირჩა, კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აქვს.

 

ერთი კია, იურგენ კლოპს ურჩევნია კლუბი ორიჯიმ დატოვოს, ვიდრე ასე ხერდან შაქირი ან დანიელ სტარიჯი მოიქცნენ. თუმცა, რას გაუგებ გერმანელს, თავისებური კაცია...