აღმოსავლეთში მეშვიდე მატჩია - მილოუკი მეტოქეს ელის

ფინალისტი კანადაში გაირკვევა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, მილოუკი ბაქსი მეტოქეს ელის. ეს ტორონტო რაპტორსსა და ფილადელფიას შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდების ნახევარფინალური სერია უკვე მეშვიდე მატჩამდე მივიდა.

 

კანადელებს სერია - 3:2 მიჰყავდათ, თუმცა ფილადელფიამ საშინაო კედლებში - 112: 101 იმარჯვა და წონასწორობა აღადგინა. 

 

პენსილვანიელებს ჯიმი ბატლერმა 25 ქულით ულიდერა, თანაგუნდელს ქულა 8-ჯერ ააღებინა და 6 მოხსნაც მიითვალა. რა გასაკვირია და სტუმართა რიგებიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც მატჩში ყველაზე მეტი - 29 ქულა აიღო, 12 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა და პირად აქტივს კიდევ 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

 

კიდევ ერთი ორმაგი დუბლი ჯოელ ემბიჯიდის ანგარიშზეა. კამერუნელმა ცენტრმა 17 ქულა და 12 მოხსნა აიღო.

 

მაშ ასე, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3, გადამწყვეტი მატჩი კი 13 მაისს, კანადაში შედგება.