ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო]

ქართველი სუმოისტი ოძეკის წოდების დასაბრუნებლად იბრძვის

დღეიდან, ორი კვირის მანძილზე სუმოს ქომაგებს მოსაწყენად საქმე არ ექნებათ. ტოკიოში, წლის მესამე სუპერტურნირი - ნაცუ ბაშო დაიწყო, სადაც ჩვენი მთავარი იმედი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინია.

 

ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ქართველმა სუმოისტმა წინა ბაშო ჩააგდო, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა. ამიტომაც, მან ოძეკის წოდება დაკარგა.

 

 

ნაცუ ბაშოს კი ტოჩინოშინი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა, რისი დასტურიც პირველ ბრძოლაში ჩიოტარიუსთან ბრწყინვალე გამარჯვება გახლდათ. ლევან გორგაძემ, იაპონელი სუმოისტი დოჰიოდან ერთი ამოსუნთქვით გაიყვანა და ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე დაიეიშო იქნება.

 

ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინს მინიმუმ 10 გამარჯვება ესაჭიროება, რათა ოძეკის წოდება დაიბრუნოს.