ბაქო ოქროთი დაიხურა

ბოლო ლუკმა ტკბილი გამოდგა

ბაქოში დასრულდა დიდი მუზარადის გათამაშება ძიუდოში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტ-ნაკლებად წარმატებით იასპარეზა და საერთო ჯამში სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს კი სულაც ქართული ჰიმნი აჟღერდა.

 

ნოდარ მეტრეველის გაწრთვნილებმა ბაქოს ტატამზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაიწყეს. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი თემურ ნოზაძეს (60კგ) დააკლდა, შემდეგ კი ტატო გრიგალაშვილმა (81კგ)  ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

 

გემრიელი ლუკმის არ იყოს, ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა  ყველა მეტოქე დაჯაბნა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდა.