გრიზმანიზაცია

ბარსელონას გრიზმანისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

გადაწყდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს დატოვებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა. დიდი ალბათობით ფრანგი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. უკვე 1 წელია, რაც კატალონიელებს ანტუანის დამატება სურთ და მზად არიან მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.

 

ბოლო ინფორმაციით, ბარსელონას გარდა, მისი დამატება პსჟ-საც სურს. მეტიც, ცნობილია, რომ ტუხელის გუნდი მზადაა მსოფლიო ჩემპიონში მსუყე თანხა გადაიხადოს. ფრანგები როხიბლანკოს ოფიციალური წინადადებით სეზონის დასრულების შემდეგ მიმართავენ.

 

გრიზმანი ატლეტიკოში 2014 წლის ზაფხულში სოსიედადიდან გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ატლეტიკოსთან ერთად ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ამ სეზონში ფორვარდმა 36 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 9 საგოლე პასით შეეწია.