ბუფონი: პსჟ-მ კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა

უახლოეს დღეებში ხელმძღვანელობას შევხვდები და ამ თემაზე ვისაუბრებთ

იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ პსჟ-მ ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამ თემაზე 40 წლის ფეხბურთელმა Sky Sport-თან ისაუბრა.

 

„პარიზელებმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაც ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდი მაფასებს. უახლოეს დღეებში ხელმძღვანელობას შევხვდები და ამ თემაზე ვისაუბრებთ. პარიზში ბედნიერი ვარ, აქ ახალ და საინტერესო გამოცდილებას ვიძენ,“ - განაცხადა ბუფონმა.

 

გამოცდილი მეკარე პსჟ-ს ამ წინა ზაფხულს იუვენტუსიდან შეუერთდა. აგვისტოდან მოყოლებული მან 24 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაუშვა და 9 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.