მორჩა, მასიმილიანო ალეგრიმ იუვენტუსი დატოვა. ეს უკვე გადაწყვეტილია, კლუბმაც დაადასტურა ოფიციალურ საიტზე.
გუშინწინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალეგრი გუნდში რჩებოდა, თუმცა მას შემდეგ იუვეს პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ჰქონდა შეხვედრა და გადაწყდა: ბებერ ქალბატონს ახალი მწვრთნელი ეყოლება. თუ ვინ, ეს ჯერ უცნობია.
ალეგრიმ 5 წელი იმუშავა იუვენტუსში და 5–ჯერ მოიგო სკუდეტო, 4–ჯერ კი იტალიის თასი. ასევე, ორჯერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.