ხანდახან ასეც ხდება [ვიდეო]

რატომ მოუხადა ჯოკოვიჩმა ბურთის მომწოდებელ ბიჭუნას ბოდიში?

მადრიდის მასტერსი დასასრულს უახლოვდება. მაყურებელი კლასიკური ფინალის მოლოდინშია. რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის პირისპირ. მოკლედ, ჩოგბურთის მოყვარულთ წინ დიდი სანახაობა ელით.

 

ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში დიეგო შვარცმანს დაძაბულ ბრძოლაში 3 სეტში აჯობა. ამაში სენსაციური არაფერია. უფრო ის გაგვიკვირდა, რომ შვარცმანმა სეტის მოგება შეძლო, რაც მის ბრძოლისუბარიანობაზე მიუთითებს.

 

 

მატჩის მიმდინარეობისას კი ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთი ე.წ. „ბოლბოისს“ თავში მოარტყა. რა თქმა უნდა, სერბს ეს შეგნებულად არ გაუკეთებია. შვარცმანის ჩაწოდების შემდეგ, ნოლეს ბურთი ჩოგანზე აეჭრა და მსაჯის კოშკურის ქვეშ მყოფ ბურთის მომწოდებელ ბიჭუნას მოარტყა. საბედნიეროდ, „ბოლბოისმა“ თავის მოტრიალება მოასწრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯოკოვიჩის დარტყმისგან საკმაოდ ძლიერად წამოსული ბურთი პირდაპირ სახეში მოხვდებოდა.

 

მომხდარით ჯოკოვიჩი ძალზედ შეწუხდა, მან ბიჭთან უმალ მიირბინა, მოუბოდიშა და მატჩი მანამ არ გააგრძელა, სანამ არ დარწმუნდა, რომ „ბოლბოისს“ ყველაფერი რიგზე ჰქონდა.