იურგენ კლოპი: ფინალში განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ

მადრიდში ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ტოტენჰემს ბევრ პრობლემას შევუქმნით

პირველ ივნისს სეზონის მთავარი მატჩი გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ამ თემაზე მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

 

„ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, თუმცა ფინალი განსხვავებული მატჩი იქნება. მეტოქე გუნდის საფუძვლიანი ანალიზი უნდა გავაკეთოთ, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები შევისწავლოთ და ეს გამოვიყენოთ. ფინალია და დიდი სხვაობა არ იქნება.

 

ჩემპიონთა ლიგაში ადვილი თამაში არ არსებობს. მადრიდში ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ტოტენჰემს ბევრ პრობლემას შევუქმნით.“-განაცხადა გერმანელმა მერსისაიდელთა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.