ალეგრის შემცვლელი ნაპოვნია?

იუვენტუსმა თანხმობა მიიღო

მომავალი სეზონიდან იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით სიმონე ინძაგი იქნება. ამის შესახებ Sky Sport Italia-დან შევიტყვეთ. აღნიშნული წყაროს ცნობით, იუვეს მესვეურები იტალიელ სპეციალისტს შეხვდნენ და მისგან თანხმობა მიიღეს.

 

სიმონე ინძაგი 2016 წლის აპრილიდან ლაციოს მწვრთნელია. იგი დედაქალაქელებს წარმატებით მოძღვრავს და მის მიმართ მოთხოვნაც გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ იუვეს მესვეურები მის გარდა მაურისიო სარის, მაურისიო პოჩეტინოსა და დიეგო სიმეონესაც განიხილავდნენ, თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, იტალიურ გრანდს სწორედ ინძაგი ჩაიბარებს.