კრიშტიანუ რონალდუ - საუკეთესო ინგლისში, ესპანეთში და იტალიაში

პორტუგალიელი მორიგ პრიზს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ს 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ სეზონში მან იუვენტუსის მაისურით 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ ფაქტს რონალდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„საუკეთესო ინგლისში, ესპანეთში და იტალიაში, ჩემს მიზნებს ლიმიტი არ აქვს. ოცნება ცოცხალია,“ - განაცხადა პორტუგალიელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის გოლეადორი იუვენტუსში შარშან ზაფხულში რეალიდან, 105 მილიონ ევროდ გადავიდა. იგი გუნდის ლიდერად იქცა და ტურინელთა ფანების გულიც მალევე მოიგო.