მაკგრეგორი: ხაბიბის გუნდში ვირთხები არიან

ირლანდიელი მებრძოლი ჩვეულ სტიქიაშია

ის კვლავ ვერ ისვენებს და ხაბიბ  ნურმაგომედოვის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს. ის დარწმუნებულია, რომ ბრძოლა შედგება და რევანშის შანსიც მიეცემა. მიხვდებოდით, ირლანდიელ მებრძოლზე, კონორ მაკგრეგორზე მოგახსენებთ.

 

UFC-ის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ მაკგრეგორის და ნურმაგომედოვის ჩხუბი 2018 წლის ოქტომბერში შედგა და რუსმა მებრძოლმა ირლანდიელი გვარიანადაც მიბეგვა. მას შემდეგ, ირლანდიელს მოსვენება დაეკარგა და რევანშის წყურვილი კლავს, თუმცა შუალედში 9 დღით აქტიური სპორტიდან წასვლაც მოასწრო.

 

მოკლედ, კონორ მაკგრეგორი ჩვეულ სტიქიაშია.

 

„ხაბიბის გუნდი ვირთხებისგან შედგება. დარწმუნებული ვარ, რინგზე ჩვენ ერთმანეთის პირისპირ კიდევ დავდგებით. წინა ბრძოლის დროს მან პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ კი დაიმალა. მის გუნდსაც  შეეშინდა. 

 

რაც შეეხება ბრძოლას, მან გაიმარჯვა და ამას ვაღიარებ. ვნახოთ რა მოხდება ჩვენი მომდევნო ჩხუბის დროს“ - ციტირებს მაკგრეგორს უცხოური მედია.

 

კონორის მომავალი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია, ხოლო ხაბიბი სექტემბერში დასტინ პორეს შეებრძოლება.