გვარდიოლა იუვენტუსში: 4 სეზონით, სეზონში 24 მილიონით...

ესპანელი მწვრთნელის გაიტალიელება 4 ივნისს გამოცხადდება

სენსაციური ამბავი იტალიიდან: ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინგლისის ჩემპიონ სიტის ესპანელი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უახლოეს მომავალში იტალიის ჩემპიონ იუვენტუსს ჩაიბარებს... უფრო კონკრეტულად ის ტურინულ კლუბთან კონტრაქტს 4 ივნისს გააფორმებს. 

 

ეს სიახლე ელვის სისწრაფით ვრცელდება. ამბობენ, რომ გვარდიოლას იუვენტუსში დანიშვნა გარკვეული მარკეტინგული მოსაზრებების გათვალისწინებით მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. 

 

ითქვა, რომ გვარდიოლა ბებერ ქალბატონთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სანაცვლოდ კი ყოველწლიურად დაახლოებით 24 მილიონ ევროს მიიღებს. 

 

 

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო რეგალიებს აქ აღარ მოვყვებით, ჯერ მხოლოდ ვიტყვით, რომ ესპანელმა ინგლისში სიტისთან ერთად ორჯერ გაიხარა ქვეყნის ჩემპიონობით, თითოჯერ ლიგისა და სუპერთასის მოგებით. 
დავძინოთ ისიც, რომ იუვენტუსმა ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი პოსტიდან ზედიზედ მეხუთედ გაჩემპიონების შემდეგ დაითხოვა. გარდა ამისა, ყოფილმა მწვრთნელმა ტურინელებს ოთხჯერ ქვეყნის თასი მოაპოვებინა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათამაშა.