მოდრიჩი გადაწყდა

ხორვატზე კითხვის ნიშნები გაქრა

ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელი ბლანკოსში 2021 წლის ივნისამდე დარჩება.  მოქმედი კონტრაქტით რეალს იგი 2020 წლამდე ეკუთვნის, თუმცა როგორც ჩანს მინიმუმ 2 წელი სამეფო გუნდის ფეხბურთელი იქნება.

 

ბოლო დროს ხორვატზე არაერთი ცნობა გავრცელდა. უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ მას რეალის დატოვება სურდა... გარდა ამისა ნახევარმცველით ინტერი სერიოზულად ინტერესდება.

 

მოდრიჩი რეალში შვიდი წლის წინ ტოტენჰემიდან გადავიდა. ამ ტრანსფერს მაშინ ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ფაქტია ხორვატმა აშკარად გაამართლა. ამ სეზონში შუახაზელმა 46 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.