რობენი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ჰოლანდიელ ვარსკვლავს ინგლისში დაბრუნების ვარიანტი აქვს

სეზონის დასრულების შემდეგ, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი იქნება. მოგეხსენებათ ჰოლანდიელს ბაიერნთან კონტრაქტი უმთავრდება და გერმანელები მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ.

 

როგორც Daily Mail-დან შევიტყვეთ, ჰოლანდიელმა კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს. საქმე იმაშია, რომ გამოცდილ ფეხბურთელს ლესტერი იწვევს. მელიები მზად არიან არიენს ერთ წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. აქვე გეტყვით, რომ ლესტერის გარდა რობენით პსვ და ერთ-ერთი ამერიკული გუნდიც ინტერესდებიან.

 

35 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 2004-07 წლებში იგი ჩელსის ღირსებას იცავდა. ამ სეზონში რობენმა 18 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.