ხიზანიშვილის რჩეული 15–წლამდელები

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები (არაუმეტეს 2004 წელს დაბადებულების) ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბა და მორიგი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი 26 და 28 მაისს თურქეთს ეთამაშება. ორივე შეხვედრას ბასა უმასპინძლებს. მატჩების დასაწყისი 18:00 საათზე.

 

აქვე სიაც, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქყვეყნდა:  

 

მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბ), ლუკა ოჩიგავა (საბურთალო), მიხეილ მაქაცარია (საბურთალო), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო თბ), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), საბა სორდია (სფფ აკადემია), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია), საბა გეგიაძე (დინამო თბ), ლუკა ჯოჯუა (დინამო თბ), გიორგი ხაბულიანი (მარჩეტ აკადემია, ესპანეთი), ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო), ომარ თოდუა (დინამო თბ), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ), გიორგი მესხი (საფეხბურთო აკადემია, გერმანია), ლუკა ჯაჭვლიანი (მარჩეტ აკადემია, ესპანეთი), ლუკა დასენი (ავაზა), დავით შიოლაშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ), მერაბ ჩოფიკაშვილი (ავაზა), ლუკა წულუკიძე (სფფ აკადემია), გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), ლუკა ჯანაშია (დინამო თბ).