ფინალი 20 წლის შემდეგ - მანჩესტერი 5:0 ბაიერნი (ვიდეო)

მანჩესტერი 5:0 ბაიერნი (ვიდეო)

26 მაისს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა. ფერგიუსონის შეგირდები 0:1 აგებდნენ, თუმცა ძირითადი დროის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე 2  გოლი გაიტანეს.

 

ზუსტად 20 წლის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელები შეიკრიბნენ და ამხანაგური მატჩი გამართეს. თამაში მანკუნიელთა სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. სათქმელია, რომ ბილეთების გაყიდვისგან შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.