ტრავმის შემდეგ: კვირკველია საქართველოში მოემზადება

საბა კვირკველია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. 

ქართველი მცველი ლოკომოტივი–უფას მატჩის (1:0) მე–17 წუთზე შეცვალეს ტრავმის გამო. ამაზე გუშინ ვწერდით.

 

თუმცა კვირკველია საქართველოში გამოფრინდა და ნაკრებთან ერთად მოემზადება: ევროშესარჩევის ორი შეხვედრა გველის, 7 ივნისს შინ გიბრალტართან და 10 ივნისს სტუმრად დანიასთან.

 

შეგახსენებთ, კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას ლოკომოტივმა რუსეთის თასი მოიგო, პრემიერლიგაში კი მეორზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა.