ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობაზე დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობის პირველ რაუნდში, ხუან ლონდეროსთან სამ სეტში - 4:6, 1:6, 3:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

 

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა პირველი სეტი შედარებით ნორმალურად დაიწყო, მეორეში კი კონცენტრაცია დაკარგა და ერთადერთი გეიმის მოგებას დასჯერდა. ბოლო სეტში არგენტინელი მეტოქე, რომელიც ATP რეიტინგში 78-ე ადგილზეა, წინ ორი გეიმით გავიდა, ბასილაშვილმა გათანაბრება მოახერხა, თუმცა საკუთარი ჩაწოდება დათმო და მეტოქემ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

 

მიუხედავად მარცხისა, ქართველი ჩოგანი დიდი ალბათობით, ოცეულში ადგილს შეინარჩუნებს, რაც ამ სეზონში 26 წლის ჩოგბურთელის მთავარი მიზანი იქნება.