წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებას სან დიეგო უმასპინძლებს
რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე ქვიშის ჭიდაობაში, რომელიც იყო სან დიეგოს (აშშ) ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი, საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი ფალავნების წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე 4 ლიცენზიანტი გვეყოლება - ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) .
ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეოკ-ების ასოციაციისგან (ANOC) მიიღო.
წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებას - ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ეგიდით ტარდება, 12-13 ოქტომბერს სან დიეგო უმასპინძლებს.