სწორად მოიქცა? - ნეტავ რა ბედი ელოდა მხითარიანს [ვიდეო]

ბაქოში ინგლისელ ქომაგებს აჩერებენ

საფეხბურთო სამყარო ევროპა ლიგის ფინალის მოლოდინშია. რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ბაქო მასპინძლობს, რომელშიც არსენალი ჩელსის დაუპირისპირდება.

 

ხუმრობით თუ ვიტყვით, ამ ორი კლუბის სტადიონებს ლონდონში სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებს, მათ კი 4 ათასი კილომეტრი იფრინეს, რათა გაარკვიონ თუ რომელი უფრო იმსახურებს ამ პრესტიჟულ თასს.

 

მოკლედ, 29 მაისს, ბაქოში ლონდონური დერბია, რომლის ირგვლივაც აჟიოტაჟი მის დაწყებამდე შეიქმნა. საქმე არსენალის ფორვარდ ჰენრიხ მხითარიანს ეხება. ამას წინადაც არაერთხელ გამცნეთ, რომ სომეხი ფორვარდი ბაქოში არ ჩავიდა და მიზეზად უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა.

 

 

ამასობაში კი ბაქოს ქუჩებში არსენალის ფანებს აჩერებენ, რომელთაც მხითარიანის 7 ნომრიანი მაისურა აცვიათ. საბედნიეროდ, ინციდენტი მალევე ამოიწურა და პოლიციამ ინგლისელი ქომაგები გაუშვა, თუმცა უსიამოვნო ფაქტი კი იყო. ამის გამო მეთოფეთა ოფიციალური ფანკლუბიც აღშფოთდა. „ბაქოს ქუჩებში არსენალის ის ქომაგები, რომლებიც მხითარიანის მაისურით სეირნობენ თავს მშვიდად  ვერ გრძნობენ. მათ პოლიცია აჩერებს. ახლა მართლა ვხვდებით და წარმოგვიდგენია თუ რა ელოდა თავად მხითარიანს“ - ვკითხულობთ ფანკლუბის თვითერზე.