ნეიმარს ტრავმამ თავი შეახსენა

ბრაზილიელმა შესაძლოა კოპა ამერიკა გამოტოვოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი, კვლავ ტრავმირებულია. მეგავარსკვლავმა ეროვნული გუნდის ბოლო ვარჯიშზე მუხლზე დისკომფორტი იგრძნო და ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება 27 წლის ფეხბურთელს. იგი ახლა მედიკოსთა დაკვირვების ქვეშაა.

 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ნეიმარმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე უქმობა მოუწია. დაახლოებით 2 კვირაში კოპა ამერიკა დაიწყება, სადაც ბრაზილია ერთ-ერთი ფავორიტია და სელესაოს გულშემატკივრები მთავარ იმედს სწორედ ნეიმარზე ამყარებენ.

 

ამ სეზონში ბრაზილიელმა პსჟ-ს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.