კონფლიქტი ჩელსის ვარჯიშზე (+VIDEO)

არისტოკრატების შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე არ არის 

ევროპის ლიგის ფინალური მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ორივე ლონდონური კლუბი უკვე ბაქოში იმყოფება და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ბოლო სამზადისს გადის.

 

მატჩისწინა ვარჯიშზე, ჩელსის ბანაკში არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. როგორც ჩანს, არისტოკრატების შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე არ არის. ვარჯიშის დროს ორ სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს დავიდ ლუისსა და გონსალო იგუაინს შორის დაპირისპირება მოხდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ბრაზილიელი მცველის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რამაც ლუისის გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია გუნდის ვიცე-კაპიტანმა სეზარ ასპილიკუეტამ მალევე განმუხტა, თუმცა ეპიზოდი კამერებს არ გამორჩენიათ.

 

 

გუნდის ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო გაღიზიანებულმა მაურისიო სარიმ მოედანი აგრესიულად დატოვა.

 

ჩელსი-არსენალის მატჩი 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.