რეალმა რამოსი შეაფასა

მადრიდელებმა ესპანელ მცველს ფასი დაადეს

არაერთხელ დაიწერა, რომ სერხიო რამოსს რეალის დატოვება სურს. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელი ფლორენტინო პერესს შეხვდა და სურვილი მასთანაც დაადასტურა.

 

AS-ის ინფორმაციით, ბლანკოსი მზადაა მეოთხე ნომერს შეელიოს, ოღონდ ერთი პირობით. გამოცდილი მცველი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. რაც შეეხება რამოსის მსურველ გუნდებს, ესპანელის დამატება მანჩესტერს, ლივერპულს, იუვენტუსსა და ერთერთ ჩინურ გუნდს სურთ. 33 წლის ფეხბურთელისთვის ყველაზე მისაღები სწორედ აზიური ვარიანტია.

 

რამოსი რეალში 2005 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. იგი დროთა განმავლობაში გუნდის ლიდერად იქცა და დღეს რეალის ლეგენდების სიაშიცაა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 42 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.