რეალი აზარს ორშაბათს წარადგენს

როგორც ჩანს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება 

როგორც ჩანს ედენ აზარის მადრიდის რეალში გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. AS-ის ინფორმაციით, ბლანკოსი ბელგიელ ვარსკვლავს ორშაბათს წარადგენს. ცნობილია, რომ ედენმა სამეფო გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა და ესპანელები ჩელსის მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაუხდიან.

 

რეალს აზარის შეძენა 2017 წლის ზაფხულიდან სურს, არისტოკრატები კი ფეხბურთელს ვერ ელეოდნენ, თუმცა როგორც ჩანს სატრანსფერო საგა დასრულდა. რეალში გადასვლა თავად აზარსაც ძალიან სურდა, რადგან ზინედინ ზიდანი მისი კუმირია და მასთან ერთად მუშაობა უნდა.

 

აზარი ჩელსიში 7 წლის წინ ლილიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. 28 წლის ვარსკვლავმა ამ სეზონში 52 შეხვედრა ჩაატარა და თავი 21 გოლით გამოიჩინა.