გვარდიოლამ შემტევი მოინდომა

მანჩესტერული დერბი სატრანსფერო ბაზარზე

არახალია, რომ ზაფხულში მანჩესტერ სიტი სატრანსფერო აქტიურობას აპირებს. The Sun-ის ინფორმაციით, ქალაქელთა ახალი სამიზნე ბენფიკას შემტევი ჟოაო ფელიქსია. ცნობისთვის, ტრანსფერის ინიციატორი პეპ გვარდიოლაა.

 

ფელიქსმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბენფიკას ერთ-ერთი ლიდერია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელის ფასი 105 მილიონი ევროა.

 

ფელიქსი ბენფიკას აღზრდილია და პორტუგალიელთა მთავარ გუნდში პირველი სეზონი ჩაატარა. აგვისტოდან მოყოლებული 19 წლის შემტევმა 42 მატჩში ითამაშა და 20 გოლი გაიტანა.