პროგნოზი: მალმიო-გენკი

მალმიო-გენკი

 

დრო: 30 ნოემბერი, პარასკევი, 00:00

 

მსაჯი: შერდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

 

გენკი შვედეთში I ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდის გამოსავლენად ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრება, რომელიც მეხუთე ტურში შედგება. 

 

ოთხი ტურის შემდეგ, მალმიომ 5, ხოლო გენკმა 7 ქულა დააგროვა. ბელგიური კლუბი გათამაშებაში ლიდერობს, ხოლო შვედები მესამე ადგილზე არიან და პლეიოფის საგზურისთვის იბრძვიან. გენკმა 8 გოლი გაიტანა და 6 მიიღო, მალმიოს კი ამ მხრივ სრული თანაფარდობა აქვს-6:6. 

 

მალმიომ, რომელმაც შვედეთის ჩემპიონატში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა, ქვეყნის თასზე 6 დღის წინ ითამაშა და ლანდსი 2:0 დაამარცხა.

 

რაც შეეხება ბელგიის ჩემპიონატის ლიდერს, მან მიუხედავად საშინაო არენის უპირატესობისა, სერკლ ბრიუგესთან ბოლო ტურის მატჩში (1:2) მარცხი განიცადა და ამ სეზონში პირველი წაგებაც ჩაითვალა.

 

მალმიოს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

მალმიო საშინაო კედლებში 18 მატჩია არ დამარცხებულა.

 

გენკი ოთხი მატჩია მოგების გარეშე იმყოფება, მაგრამ მათ ბოლო 38 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგეს.

 

გენკმა სტუმრად ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

ამ გუნდების პირველი მატჩი გენკმა რამდენიმე კვირის წინ (2:0) მოიგო.

 

პროგნოზი:

 

ამ სეზონში ორივე გუნდი მშვენიერ ფორმაშია, მალმიოს სახლში, გენკს კი სტუმრად ვერავინ აჩერებს.


ბოლო 23 საშინაო შეხვედრიდან 22-ში მალმიომ გოლის გატანა მოახერხა, გენკმა კი სტუმრად 17-დან 16-მატჩში შეაგდო. ეს ფაქტი მთავარი განმსაზღვრელია იმისა, რომ გოლის გატანას ორივე გუნდი შეძლებს.

 

გენკმა ბოლო 16 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა, მალმიომ კი ბოლო 10 საშინაო მატჩში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ მატჩში მინიმუმ 3 გოლი უნდა გავიდეს.

 

ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს, ამიტომ მატჩი ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს.

 

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @ 1.75 

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @ 1.90