ჩიჩარიტო ესპანეთში გაიხსენეს

მექსიკელი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

მას შემდეგ, რაც ვალენსიამ ჩელსიდან მიჩი ბაჩუაი ვერ გამოისყიდა, ღამურებმა ფორვარდის დამატებაზე დაიწყეს ფიქრი. The Sun-ის ინფორმაციით, ესპანელებს ვესტ ჰემიდან ხავიერ ერნანდესის შეძენა სურთ.

 

თავის მხრივ ჩაქუჩების დატოვებაზე ჩიჩარიტოც ფიქრობს, რადგან წინა სეზონთან შედარებით მცირე სათამაშო დრო მიეცა. რაც შეეხება ვალენსიას, მექსიკელის ყიდვა გუნდს 2017 წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა ფორვარდმა ვესტ ჰემში გადასვლა არჩია.

 

აქვე გეტყვით, რომ ერნანდესისთვის ლა ლიგა უცხო არაა. 2014-15 წლების სეზონში იგი მანჩესტერიდან რეალში იყო განათხოვრებული. ამ სეზონში მექსიკელმა 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.