გეგი ბაქრაძე - ჩემპიონების წარდგენა

სტატისტიკა: 6.4 ქულა, 4.7 მოხსნა, 1.1 პასი.

 

საუკეთესო შეხვედრა: ოლიმთან, 12 ქულა, 10 მოხსნა (12 დეკემბერი)

 

მოკლე დახასიათება: ბაქრაძემ კარგი სეზონი ჩაატარა. რეგულარულის დროს ხვდებოდა დელტას ღრმა როტაციაში და ყოველთვის ვერ იღებდა დიდ დროს. კარგი დამცველი, რომელსაც ნაკლები ფოლის შემთხვევაში, საკუთარი გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რაც უფრო ავანსია, ვიდრე - რეალობა. აქვს მომატების რესურსი დელტაში, თუ - რომელიმე სხვა გუნდში. ფინალურ სერიაში რამდენიმე დასამახსოვრებელ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში, ცუდი არ იყო.