იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე გოლი MLS-ში (ვიდეო)

ზლატანის მორიგი შედევრი (ვიდეო)

MLS-ის მორიგ ტურში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჟელეს გალაქსიმ ნიუ ინგლენდს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 84-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, იბრამ სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა. ზლატანმა მეტოქის კარი ბრწყინვალე მაკრატელათი აიღო.

 

იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ გუნდში 2018 წლის მარტში მანჩესტერიდან გადავიდა. ამ სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.