მალდინის მილანში ახალი საქმე მისცეს

იტალიელი ლეგენდა კვლავ მილანისთვის იმუშავებს

პაოლო მალდინი მალე მილანის ტექნიკური დირექტორი გახდება. ამის შესახებ La Gazzeta dello Sport-იდან შევიტყვეთ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მცველი როსონერიში აქამდე სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

 

მალდინიმ მთელი საფეხბურთო კარიერა სწორედ მილანში გაატარა. შავ-წითლების ღირსებას იგი 1985-2009 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. 1997-2009 წლებში იგი მილანელთა კაპიტანი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მალდინი ყველა დროის ერთერთ საუკეთესო მცველად ითვლება.