4 მედალი ევროპის თასიდან

ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება

სულ მალე, მინსკში რიგით მეორე ევროპული თამაშები გაიხსნება, რომელშიც სპორტის 15 სახეობიდან ერთ-ერთი ძიუდოც იქნება. უფრო მეტიც - ბელარუსის დედაქალაქში გასამართი ტურნირი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის სტატუსის იქნება, რომელიც 22-25 ივნისს არის დაგეგმილი.

 

მანამდე, კი ავსტრიის ქალაქ ლაიბნიცში, ახალგაზდრებს შორის ევროპის თასის გათამაშება შედგა, რომელშიც ქართველმა კიმონოისტებმა საერთო ჯამში 4 მედალი დაისაკუთრეს.

 

ჩემპიონი მიხეილ ბექაური გახდა (90კგ), რომელმაც ჯამში 6 მეტოქე გააკრა ბეჭებზე. ბრინჯაოს მედლები კი დიმიტრი გოჩილაიძემ (81კგ), ილია სულამანიძემ (100კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100კგ) მოიპოვეს.