რონალდუმ იუვენტუსისთვის ტრანსფერი დაგეგმა

პორტუგალიელ გოლეადორს ბიანკონერიში ყოფილი გუნდელის ხილვა სურს

ხამეს როდრიგესის მომავალი კვლავ გაურკვეველია. იგი რეალიდან ბაიერნში 2 წლითაა განათხოვრებული და იჯარის ვადა მალე ამოიწურება. როგორც იწერება, დიდია იმის შანსი, რომ კოლუმბიელმა რეკორდმაისტერები დატოვოს.

 

Bild-ის ინფორმაციით, კოლუმბიელმა კარიერა შესაძლოა იუვენტუსში გააგრძელოს. აღნიშნული გამოცემის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ხამესთან ერთად 3 სეზონი რეალში ითამაშა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. ცნობილია, რომ 34 წლის გოლეადორი ამ თემაზე იუვეს მესვეურებს უკვე ესაუბრა.

 

იუვენტუსის გარდა როდრიგესის შეძენა არსენალსა და პსჟ-საც სურთ. ამ სეზონში შემტევმა 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.