ჩელსიში მწვრთნელს არჩევენ

ექვსი მწვრთნელი, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ჩელსის თავკაცი გახდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მაურისიო სარი ჩელსის დატოვებს და იუვენტუსის მწვრთნელი გახდება. ბოლო ინფორმაციით, იტალიელი ბიანკონერისთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

ამის გათვალისწინებით ჩელსის მესვეურებმა ახალი მესაჭის ძიება დაიწყეს. ცნობილია, რომ რამდენიმე ფავორიტი გამოიკვეთა და ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ არისტოკრატებს ჩაიბარებს. მასიმილიანო ალეგრი, ლორან ბლანი, ნუნო ესპირიტო, ხავი გარსია, ფრენკ ლამპარდი და სტივ ჰოლანდი ის სპეციალისტები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ალბათობით ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება.

 

2018-19 წლების სეზონში ჩელსი პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არისტოკრატებმა ევროპის ლიგა მოიგეს, ბრიტანულმა გრანდმა ფინალში თანაქალაქელი არსენალი 4:1 დაამარცხა.