ნეიმარი აუპატიურებს? პირიქით, გოგონა ნეიმარს ურტყამს (+VIDEO)

ნეიმარის გარშემო სულ ცუდი ამბები ისმის. ცალკე ტრავმა, ცალკე გაუპატიურების ბრალდება... თავად ფეხბურთელი უარყოფდა სექს–სკანდალს და ტელეფონში მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა, რათა ეს ბრალდებები თავიდან აერიდებინა.  

ახლა კი გამოქვეყნდა ვიდეო: გოგონა, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში ბრალს დებს, თავად იჩენს ინიციატივას, მერე კი ფეხბურთელს ურტყამს. ნეიმარი დარტყმებს იგერიებს (ოღონდ, სიმულაციის გარეშე...)

 

უფრო კონკრეტულად: მოკლე დიალოგის მერე გოგონა საწოლიდან დგება და ურტყამს. თან ყვირის: „ახლა გცემ. იცი, რატომ გცემ? იმიტომ, რომ ტკივილი მომაყენე და აქ მარტო დამტოვე“.

 

აღმოჩნდა, რომ გოგონამ ვიდეოკამერა დააყენა მანამდე, სანამ ნეიმარი მეორე დღეს მივიდოდა ნომერში. ბრაზილიელი ფანები მოითხოვენ, რომ ნეიმარს ბრალდებები მოუხსნან და თავი დაანებონ.