გურამ კაშია: მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიბრალტართან მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა

7 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, გიბრალტარს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ეროვნულმა გუნდმა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე, ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა, სადაც ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან უახლოეს ორ შეხვედრაზე ისაუბრა.

"წინ ორი ოფიციალური შეხვედრა გვაქვს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ნაკრების რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია. სამაგიეროდ არიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც ალბათ მწვრთნელი ამ ორ მატჩში შანსს მისცემს.

რა თქმა უნდა, შეტევაში გამოცდილება დაგვაკლდება, რის გამოც რთული შეხვედრები გველოდება, მაგრამ ამ მიზეზით თამაშის მოუგებლობა არ მართლდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის აღება იქნება",-თქვა სან ხოსეს ცენტრალურმა მცველმა.

 



საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი დინამო არენაზე, 20:00 საათზე დაიყწება.