პრინციპისთვის, ჩემპიონობისთვის, ოქროს ბურთისთვის

კოპა ამერიკა 2019: არგენტინის ნაკრების წარდგენა 

პროფილი 

 

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია - დაარსდა 1893 წლის 21 თებერვალს

 

ფიფას წევრი - 1912 წლიდან

 

კონმებოლის წევრი - 1916 წლიდან

 

მთავარი მწვრთნელი - ლიონელ სკალონი (არგენტინა)

 

კაპიტანი - ლიონელ მესი

 

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში - ხავიერ მასკერანო (147)

 

საუკეთესო ბომბარდირი - ლიონელ მესი (65)

 

საშინაო არენა - მონუმენტალი, ბუენოს აირესი (66 266)

 

ამჟამინდელი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 11

 

უმაღლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 1 (2007 მარტი და ოქტომბერი, 2008 ივნისი, 2015 ივლისი და ოქტომბერი, 2016 აპრილი, 2017 აპრილი)

 

უმდაბლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში -24 (1996 აგვისტო)

 

პირველი მატჩი - ურუგვაი-არგენტინა 2:3 (მონტევიდეო, ურუგვაი, 1901 წლის 16 მაისი)

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - არგენტინა-ეკვადორი 12:0 (მონტევიდეო, ურუგვაი, 1942 წლის 22 იანვარი)

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი - ჩეხოსლოვაკია-არგენტინა 6:1 (ჰელსინგბორგი, შვედეთი, 1958 წლის 15 ივნისი, მსოფლიო ჩემპიონატი)

 

მეტსახელი - ალბისელესტე

 

 

მიღწევები და ტიტულები 

მსოფლიო ჩემპიონატი - ჩემპიონი 2 (მონაწილეობა 17)

 

კოპა ამერიკა - ჩემპიონი 14 (მონაწილეობა 41)

 

კონფედერაციის თასი - ჩემპიონი 1992 (მონაწილეობა 3)

 

 

 

 

ჯგუფური ეტაპის კალენდარი 

არგენტინა-კოლუმბია 16 ივნისი, 02:00 საათი, იტაიპავა არენა ფონტე ნოვა, სალვადორი

 

არგენტინა-პარაგვაი 20 ივნისი, 04;30 საათი, ესტადიო მინეირაო, ბელუ ორიზონტე

 

ყატარი-არგენტინა 23 ივნისი, 23:00 საათი, არენა დე გრემიო, პორტუ ალეგრი

 

 

 

 

გუნდი 

არგენტინის ნაკრები 1901 წელს დაარსდა და პირველი საერთაშორისო შეხვედრაც იმავე წელს, ურუგვაის ქალაქ მონტევიდეოში მასპინძლების წინააღმდეგ ჩაატარა - 3:2. არსებობის პირველ წლებში არგენტინის ნაკრები მხოლოდ სამხრეთამერიკულ ნაკრებებთან ამხანაგურად თამაშობდა და კოპა ამერიკაში მონაწილეობდა, კონტინენტის საზღვრებს კი არ სცდებოდა, მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დროს სახიფათო მგზავრობა იყო.

 

ალბისელესტე მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ფინალისტია, მათ 1930 წელს, მასპინძელ ურუგვაისთან - 2:4 წააგეს. მეორედ ფინალს არგენტინამ 1978 წელს, ოქროს ხანისას უწია, ჰოლანდია - 3:1 დაამარცხა და პირველი ტიტულიც მოიპოვა. დიეგო მარადონას ლეგენდარული „ღმერთის ხელის“ წყალობით 8 წლის შემდეგ გუნდმა ისევ ფინალში ითამაშა და დასავლეთ გერმანიას მოუგო (3:2).

 

ბოლოს მუნდიალის ფინალში არგენტინამ 2014 წელს, ლიონელ მესის ლიდერობით ითამაშა და გერმანიასთან დამატებით დროში (0:1) დამარცხდა.

 

არგენტინის ეროვნული გუნდი ძალიან წარმატებულია კოპა ამერიკაზე. მათ ჩემპიონობას 14-ჯერ მიაღწიეს და მხოლოდ ურუგვაის ჩამორჩებიან, რომელსაც თავის მხრივ 15 ტიტული აქვს.

 

არგენტინას წარმატებისთვის კონფედერაციის თასზეც მიუღწევია, რომლის 1992 წლის ფინალში სამხრეთამერიკელებმა საუდის არაბეთს - 3:1 მოუგეს.

 

არგენტინის ნაკრების ტიტულების ყულაბას ოლიმპიური თამაშების ორი ოქროს მედალიც მიეკუთვნება (2004 და 2008).

 

ფიფას მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დებიუტი არგენტინას 2007 წელს ჰქონდა.

 

 

 

 

მწვრთნელი 

 

არგენტინის ნაკრებს ახალბედა სპეციალისტი თავკაცობს. დეპორტივოს, ვესტ ჰემის, ლაციოს, რასინგის, მალიორკას და ატალანტას ყოფილი მცველი, რომელიც ეროვნულ გუნდში 2003-06 წლებში თამაშობდა, არგენტინას შარშანდელი მუნდიალის (ხორხე სამპაოლის დათხოვნის) შემდეგ ხელმძღვანელობს.

 

ლიონელ სკალონის სამწვრთნელო საქმიანობა სევილიაში და ეროვნულ გუნდში ხორხე სამპაოლის ასისტენტობით და 20-წლამდელთა ნაკრების მესაჭის პოსტზე ჩატარებული 1 მატჩით შემოიფარგლება.

 

ვარსკვლავი 

 

5 ოქროს ბურთის, 4 ჩემპიონთა ლიგის და ყველა შესაძლო საკლუბო ჯილდოს მომგებ ფეხბურთელ ლიონელ მესისთვის სანაკრებო მოღვაწეობა მისი კარიერის მთავარი კრიტიკისა და განსჯის საგანია. მიუხედავად გატანილი 65 გოლისა და ერთპიროვნული ბომბარდირობისა, ბევრის აზრით მესი „ნაკრების კაცი“ არ არის და როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა: „WI-FI-ს ჰგავს - ბარსელონას გარეთ არ იჭერს“. თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის, მესისთან ერთად არგენტინამ 24-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის, სამჯერ კი კოპა ამერიკის ფინალში ითამაშა, რაც არც ისე ცუდი შედეგია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მესის არგენტინელი ქომაგი ეროვნული გუნდისადმი გულგრილობას არ პატიობს. ბარსელონას კაპიტანმა წარუმატებლობის შემდეგ ნაკრებიდან წასვლაზე რამდენჯერმე განაცხადა, გუნდში კი მას მერე დაბრუნდა, რაც დედაქალაქში ძეგლი დაუდგეს და არაერთი დამატებითი პრივილეგია მიანიჭეს.

 

ასეა თუ ისე, ლეო მესი მოახლოებულ ტურნირზე არგენტინის ნაკრების მთავარი იმედია, ვისთან ერთადაც ლიონელ სკალონის გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

 

 

 

შემადგენლობა კოპა ამერიკისთვის 

 

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), აუგუსტინ მასჩესინი (ამერიკა), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი).

 

მცველები: ხუან ფოიტი (ტოტენჰემი), ნიკოლა ტალიაფიკო (აიაქსი), რენზო სარავია (რასინგი), ჟერმენ პეზელა (ფიორენტინა), რამირო ფიუნეს მორი (ვილიარეალი), მილტონ კასკო (რივერ პლეიტი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი).

 

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (პსჟ), რობერტრო პერეირა (უოტფორდი), მარკოს აკუნია (სპორტინგი), ანხელ დი მარია (პსჟ), გვიდო პიზარო (ტიგრესი), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), გვიდო როდრიგო (ამერიკა).

 

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი).

 

 

პროგნოზი 

 

არგენტინის ნაკრები ბოლო ორი გათამაშების ვიცე-ჩემპიონია და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. მიუხედავად ჯგუფში არც ისე მარტივი მეტოქეებისა, ლიონელ მესისთვის, რომელსაც სრულყოფილებისთვის სანაკრებო წარმატება უკლია, ტიტულის მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც ტურნირი არგენტინის მოსისხლე მტრის ბრაზილიის ტერიტორიაზე ტარდება და ეს ცხადია არგენტინისთვის დამატებითი მოტივაციაა. 

 

არგენტინის ნაკრებს ახალბედა სპეციალისტი თავკაცობს. დეპორტივოს, ვესტ ჰემის, ლაციოს, რასინგის, მალიორკას და ატალანტას ყოფილი მცველი, რომელიც ეროვნულ გუნდში 2003-06 წლებში თამაშობდა, არგენტინას შარშანდელი მუნდიალის (ხორხე სამპაოლის დათხოვნის) შემდეგ ხელმძღვანელობს.

 

ლიონელ სკალონის სამწვრთნელო საქმიანობა სევილიაში და ეროვნულ გუნდში ხორხე სამპაოლის ასისტენტობით და 20-წლამდელთა ნაკრების მესაჭის პოსტზე ჩატარებული 1 მატჩით შემოიფარგლება.