84-ე წუთიდან... საქართველომ რუმინეთს მოუგო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად მეორე ამხანაგური მატჩი გამართა რუმინეთთან. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველში თუ 0:1 წააგო, ამჯერად 4:2 გაიმარჯვა.  

თანაც, რა ამბები ყოფილა ბოლო წუთებში. 84-ე წუთამდე 1:1 იყო და დარჩენილ დროში ოთხი გოლი გავიდა. საბედნიეროდ, აქედან სამი ქართველებმა მიითვალეს.

 

სვანაძემ შერეული შემადგენლობა დააყენა, ოპტიმალური თერთმეტეულით არ დაუწყია. ამხანაგურია და ყველა ფეხბურთელის გასინჯვა საჭიროა.    

 

რუმინეთი - საქართველო 2:4

 

საქართველო: კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე (ჭავჭანიძე 80), კალანდაძე, აწყურელი (კაპანაძე 80), მესიაჩენკო (გაგნიძე 80), მექვაბიშვილი, აზაროვი (ხარაიშვილი 61), მოისწრაფიშვილი (ლორთქიფანიძე 65), იაკობიძე (გაგუა 61), გულიაშვილი

 

გოლები: 0:1 აზაროვი (47), 1:1 ვაიდა (69), 1:2 გაგუა (84), 2:2 დუმიტრუ (89), 2:3 ლორთქიფანიძე (90), 2:4 გულიაშვილი (90+2)