გიგაშვილი გორგოძესთან

ქართველი ბურჯი ტოპ 14-ის გრანდში

ფეხბურთის არ იყოს, ზაფხულში სატრანსფერო მიდი-მოდი რაგბშიც ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კი რა თქმა უნდა ქართველი მორაგბეების ამბებია. სპორტის ამ სახეობაში, საფრანგეთის ჩემპიონატი რომ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში თქმა არ უნდა. ფრანგულ გუნდებში არაერთი ჩვენებური მორაგბე ირიცხება. 

 

ბექა გიგაშვილი ეროვნული ნაკრების ბურჯია, რომელიც გრენობლში თამაშობდა, თუმცა მომავალი სეზონიდან ტოპ 14-ის გრანდის, კერძოდ კი ტულონის მაისურას მოირგებს. ამის შესახებ პოპულარული სარაგბო გამოცემა ugbyrama.fr წერს.

 

საქმე იმაშია, რომ გრენობლს ცუდი სეზონი ჰქონდა და გუნდი ტოპ 14-დან გავარდა. ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოთამაშეებისთვის ხელფასები შეემცირებინა, ამან კი მორაგბეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ გუნდის დატოვება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი კი სწორედ ბექა გიგაშვილი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტულონს მიაშურა, სადაც ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე თამაშობს.