ყაზაიშვილმა სან ხოსეს მოაგებინა (ვიდეო)

ქართველი შემტევის დუბლი საკრამენტოს წინააღმდეგ (ვიდეო)

ამერიკის თასის 1/16 ფინალში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსემ საკრამენტოს უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებაში ვაკომ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა თავი ორი გოლით გამოიჩინა. ჩვენებური სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. ამ სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

 

 

რაც შეეხება გურამ კაშიას, იგი განაცხადში არ ყოფილა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა მცველმა საქართველოს ნაკრებში დანიის წინააღმდეგ ითამაშა და გუნდმა დასვენების საშუალება მისცა.