როსონერი ლოვრენით დაინტერესდა

მილანი ხორვატით დაინტერესდა

მილანს დაცვის გაძლიერება სურს. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, როსონერი ლივერპულის ცენტრალური მცველით, დეიან ლოვრენით დაინტერესდა.

 

იტალიურ გუნდს შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურს და არაერთი ფეხბურთელის მიმართ იჩენს ინტერესს. მილანის ქომაგები ზაფხულში საყვარელი გუნდისგან ხმაურიან ტრანსფერებს ელოდებიან.

 

რაც შეეხება ლოვრენს, გასულ სეზონში ხორვატმა 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.