ხუან მატა შესაძლოა თურქეთში ვიხილოთ

თურქებს ხუან მატა სურთ

მანჩესტერის ნახევარმცველმა ხუან მატამ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. Fanatik-ის ინფორმაციით, ესპანელით ფეხერბახჩე და გალათასარაი ინტერესდებიან.

 

თვის ბოლოს მატას მანკუნიელებთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება. აქვე გეტყვით, რომ წითლებმა მას ერთი წლით ხელშეკრულების გახანგძლივება შესთავაზეს.

 

გასულ სეზონში ესპანელმა იუნაიტედში 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ზამთარში მისი გადაბირება ბარსელონასაც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ ტრანსფერი არ შედგა.