პეპს ფეხბურთისგან დასვენება სჭირდება

როგორც ჩანს, ესპანელი მწვრთნელი ფეხბურთმა დაღალა

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის მიხედვით, პეპ გუარდიოლამ უახლოეს მეგობარს გაანდო, რომ ფეხბურთისგან დასვენება სჭირდება. თუმცა, ინგლისური ტაბლოიდების მიხედვით, პეპი სიტის მინიმუმ კიდევ 1 წელი უხელმძღვანელებს, შემდეგ კი ქალაქელებს ნამდვილად დაემშვიდობება.

 

ესპანელი სპეციალისტი სიტიში 2016 წლის ივლისიდან მუშაობს. ამ დრომდე მან გუნდს ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა.