რაიოლა: ეს კლასიკური ფეიქია

რაიოლა დე ლიხტის შესახებ საუბრობს

ბოლო დროს ხშირად იწერება პარი სენ-ჟენმენში დე ლიხტის შესაძლო ტრანსფერზე. სხვადასხვა წყაროების ცნობით ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კონტრაქტს ხელს მოაწერს.

 

ამ საკითხს საკმაოდ საინტერესოდ გამოეხმაურა ჰოლანდიელის აგენტი მინო რაიოლა.

 

„ეს კლასიკური ფეიქ-ნიუსია“- ციტირებს რაიოლას სიტყვებს, ცნობილი გამოცემა  Goal.

 

რაიოლას თქმით, დე ლიხტის მომავალი ჯერჯერობით უცნობია და ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ყველა დეტალის გათვალისწინების შემდეგ მიიღებს.