ედუარდო მშობლიურ ბრაგაში დაბრუნდა

ედუარდო პორტუგალიაში ბრუნდება

პორტუგალიელმა მეკარემ ედუარდომ ჩელსისთან კონტრაქტი გაწყვიტა. ის კარეირას პორტუგალიურ ბრაგაში გააგრძელებს. ახალ კლუბთან 36 წლის მეკარემ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

ედუარდო ჩელსის 2016 წელს შეურთდა, გასული სეზონი მან ჰოლანდიურ ვიტესში გაატარა. 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 47 გოლი გაუშვა.

 

წარსულში ედუარდო თამაშობდა: ზაგრების დინამოში, ჯენუასა და ბენფიკაში.